
სწავლობდა სამედიცინო უნივერსიტეტში. პირველი ალბომი „Clear & Cold“ გამოვიდა 1994 წელს, რომელსაც მოჰყვა ახალი ალბომი „Friends“ (1996). ამის შემდეგ, ნიკა მაჩაიძესთან ერთად, 2000 წელს, მანანა მენაბდის ალბომის, „Sami“-ს ჩაწერაში მონაწილეობდა. იმავე წელს ითანამშრომლა ჯგუფ „მჟავა მესიჯთან“.
გოგი ძოძუაშვილი არაერთი სპექტაკლისა (ართურ მილერის „სეილემის პროცესი“, შექსპირის „მეფე ლირი“ და ჰაინერ მიულერის „მედეა. მასალა“) თუ ფილმისთვის (ნიკა მაჩაიძის „Fly Alone“, გიო მგელაძის „შვიდი დღე ტიბეტში“ და სანდრო ჯანდიერის „დრო“) შექმნილი მუსიკის ავტორია. 2004 წელს გოგი ძოძუაშვილმა მაქს ერნსტის ლეიბლზე თავისი მომდევნო CD — „Post Industral Boys“ გამოუშვა.
