
2000 წელს დაამთავრა სკოლა (ა.ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია), ამავე წელს ჩაირიცხა თეატრალურ ინსტიტუტში პროფ. მედეა კუჟუხიძის სარეჟისორო და სამსახიობო ჯგუფში, რომელიც დაამთავრა 2005 წელს, სადიპლომო სპეკტაკლით – ჰაროლდ პინტერის “დარაჯი”. იმავე წელს დაიწყო მუშაობა თეატრალურ ინსტიტუტში პროფესორის ასისტენტად, სადაც დღემდე მუშაობს.
სოხუმის კ. გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლები:
გასროლა, ნ. საიმონი, რეჟისორი: გიორგი ქანთარია.
ნაბუშრები, ზ. სამადაშვილი (მარტინ მაკდონაჰის პიესის გადმოქართულებული ვერსია), რეჟისორი: გიორგი ქანთარია.
